მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს, 16:00 საათი - იფიცება საქართველო

დღეს, 16:00 საათი – იფიცება საქართველო

Published on

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე საპროტესტო მარში და აქცია გაიმართება. დღეს, უწყვეტი პროტესტის 90-ე დღეა.

16:00 – იფიცება საქართველო!

გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს.

მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით!
მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით!
მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით!
მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით!
მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით!
მივალთ საქართველოს სახელით!
მარშების განრიგი:

17:00 – ისრაფილ-ბეკ იადიგაროვის მარში გეგეშიძის პარკიდან
17:45 – მარო მაყაშვილის სახელობის მარში ვაკის პარკიდან
17:30 – იუნკერების სახელობის მარში ამაღლების ქუჩიდან
17:30 – გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში ავლაბრის მეტროდან
18:00 – ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში მარჯანიშვილის მოედნიდან
18:00 – მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან
18:00 – ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში სადგურის მოედნიდან
18:40 – გოგი ალექსი- მესხიშვილის სახელობის მარში სპორტის სასახლიდან
19:00 – მარშების შეერთების ადგილი: გმირთა მოედანი
20:00 – აქცია: დუმდა სიონი და დუმდა ხალხი! პარლამენტთან
21:00 – მხატვართა პროტესტი/პერფორმანსი პარლამენტთან
21:00 – საჯარო ლექცია: 25 თებერვალი ილიას და აკაკის ძეგლთან
რეგიონები:

ახმეტა
17:00 – აქცია: 1921 აღარ იქნება! – მერია

გორი
17:00 – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! – საკრებულოს წინ

ახალციხე
18:00 – დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი! – შოთა რუსთაველის ძეგლთან

ბათუმი
18:00 – იუნკრების საფლავთან
19:00 – სამშობლოს სამსახურში! – საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი
18:00 – ბრძოლა გამარჯვებამდე – სამხარეო ადმინისტრაციის წინ

თელავი
18:00 – უწყვეტი პროტესტი თელავში -მერიის წინ

ქუთაისი
18:00 – მიტროპოლიტი ნაზარის მარში – 26 მაისის #5
19:00 – კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ

ჩხოროწყუ
20:00 – გაბედე პროტესტი ყოველდღე! – მერიის წინ

სიახლეები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...

შსს-გამოვავლინეთ ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი – დაკავებულია 4 პირი

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,...

ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის

უკრაინული თავდასხმების შემდეგ ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის - მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია...

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....