მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი - ნაქირავებ ,,ხრუშოვკაში''!

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი – ნაქირავებ ,,ხრუშოვკაში”!

Published on

საპრეზიდენტო კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან'' , როგორ ჩანს, ამჯერად მეტი ყურადღებით შეირჩევა და მთავარი კრიტერიუმი იქნება,  გამოვა  ის პრეზიდენტის რეზიდენციიდან თუ გიორგი მარგველაშვილივით ,,გადააგდებს'' მას, ვისაც ამ შენობაზე უჭირავს თვალი. 
 
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პოზიციას იზიარებს თანამდებობის სხვა პირებთან მიმართებაშიც.
"ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ ვინმე სხვას",- განაცხადა სერგეენკომ. 
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, სერგეენკოს თქმით, ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციები აუცილებლად იქნება. 
 
"კონსულტაციები რა თქმა უნდა იქნება გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, რადგან ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩემთვის უცნობია ამ კონსულტაციების დეტალები. მე ვფიქრობ, რომ პარტიის ყრილობაზე ბევრად მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი",- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...