მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველკლასელთა რეგისტრაციისთვის 35 000–ზე მეტი ადგილი კვლავ ვაკანტურია

პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის 35 000–ზე მეტი ადგილი კვლავ ვაკანტურია

Published on

საქართველოს მასშტაბით საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს დაიწყო და პირველადი ინფორმაციით, დარეგისტრირდა 16 900 პირველკლასელი.თბილისის რამდენიმე სკოლაში თავისუფალი ადგილი პირველივე წუთებში შეივსო. ამ ეტაპისთვის ვაკანტურია 35 000–ზე მეტი ადგილი.რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზეა შესაძლებელი. (registration.emis.ge). მოსწავლისა და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა, რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირველკლასელს ინდივიდუალური კოდი მიენიჭება, რომელიც ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვისაა მნიშვნელოვანი. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ბავშვს არეგისტრირებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოხდება.
პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და სამ ეტაპად მიმდინარეობს.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...