მთავარისიახლეებიმსოფლიონიკოლო ფაშიანი: ''ბაგრამიანის ბატალიონი'' და მონაწილეობა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ სომხების...

ნიკოლო ფაშიანი: ”ბაგრამიანის ბატალიონი” და მონაწილეობა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ სომხების საბედისწერო შეცდომა იყო”

Published on

 
სომხეთის მომავალი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ''ბაგრამიანის ბატალიონი'' და  მონაწილეობა  აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იყო  სომხების საბედისწერო შეცდომა,რომელმაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები.''
 
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. უკვე უმაღლეს დონეზე ხდება ღირებულებათა გადაფასება .
 
ბაგრამიანის ბატალიონი იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალისტური ორგანიზაცია “კრუნკის” ლიდერი, ვლადისლავ არძინბას მომხრე ალბერტ ტოპოლიანი მეთაურობდა და სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა. ეს შენაერთი საბჭოთა სომეხი მარშლის ივანე ბაგრამიანის სახელს ატარებდა.
 
გაგრელი სერგეი ზაბელიანის ინიციატივით, რომელსაც შემდგომ ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის უფროსის მოადგილე გახდა, 1992 წ. 15 აგვისტოს 200 სომეხი მზად იყო საომრად. მათგან 20-მდე კაცმა პირველ შეტაკებაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა გუდაუთის რაიონის სოფ. შიცკვარაში (ვიტალი სმირის დაჯგუფებაში).
 
ბაგრამიანის ბატალიონში ძირითადად გაერთიანდნენ გაგრის, გუდაუთის რაიონებსა და ტყვარჩელის ზონაში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები. აღნიშნულმა ბატალიონმა თვითმხილველთა, საქართველოს გენპროკურატურის, უშიშროების და სადაზვერვო ორგანოების შეფასებით, თავი გამოიჩინა განსაკუთრებული სისასტიკით და მონაწილეობა მიიღო ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. ბაგრამიანის ბატალიონს ფინანსურად და ეკონომიკურად ეხმარებოდნენ რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები.
 
განსაკუთრებულად “გამოიჩინა” თავი ბაგრამიანის ბატალიონმა სოხუმზე 1993 წ. მარტის შეტევის დროს. აქტიურობდა მე-3 ასეული, რომელმაც მდ. გუმისთაზე გადასული 31-დან 15 მებრძოლი დაკარგა. ეს ბატალიონი აგრეთვე აქტიურობდა  სოხუმის რაიონ სოფ. ცუგუროვკავთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში.
 
სომხები იბრძოდნენ სეპარატისტთა სხვა ბატალიონებშიც: პირველ მსროლელთა, მეორე მოტომსროლელთა, განთიადის, სოხუმის, ეშერა-ათონის, ბიჭვინთის, გაგრის ასეულში “აძაფშ”.
 
სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1500-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა.
 
სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში.

 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...