მთავარისიახლეებისამართალი,,მუდამ ჩვენი ბერა'' უარყოფს ინფორმაციას, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის ერთერთი ადგილი ...

,,მუდამ ჩვენი ბერა” უარყოფს ინფორმაციას, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის ერთერთი ადგილი კლუბი ,,ბასიანი” მის მფლობელობაშია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაადგინა, თუ ვინ დგას ნარკოტიკებით ინტერნეტ ვაჭრობის უკან.
 
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება  ამ თემაზე გადაცემა "პოსტ სკრიპტუმმა" მოამზადა, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ ნარკოტიკების, მათ შორის, სასიკვდილო „მეფედრონის“, რეალიზაცია რუსულენოვანი ინტერნეტ გვერდის საშუალებით და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება.
 
ნარკოტიკებს ანონიმური გამსაღებლები თბილისის რამდენიმე უბანში ყიდიან და მომხმარებლებს აკრძალულ ნივთიერებებს, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ ადგილას უტოვებენ.
 
ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ჟურნალისტებს სულ 15 წუთი დასჭირდათ, რეალიზაციის ადგილი კი თბილისის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი, გუდიაშვილის მოედანი აღმოჩნდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ძიება პარასკევს დაიწყო, კონკრეტული შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.
 
ამასობაში კი სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკოტიკების  რეალიზაციის ერთერთი ადგილი არის კლუბი ,,ბასიანი'', რომელიც ბერა ივანიშვილის კუთვნილებაშია.  აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპრემიერის ვაჟი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს და უარყოფს უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კლუბი "ბასიანი" მის კუთვნილებაშია.
 
" კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება. მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. მუდამ თქვენი ბერა" – წერს ბერა ივანიშვილი.
 
შეგახსენებთ,  გასულ კვირას, სავარაუდოდ, მძიმე ინტოქსიკაციის შედეგად, რომელიც  შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონი" იყოს,  გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა – 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი. ასევე გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კიდევ 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან 38 წლის კახა კიკნაძე და 39 წლის ლევან კალანდაძე. ლევან კალანდაძე კულტურის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...