მთავარისიახლეები"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე" - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე” – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი წერს რომ, მას დღეიდან 18:00-საათიანი “მოამბე” აღარ მიჰყავს.

ის არხის ოფიციალურ წერილს ასაჯაროებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას “არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ ევალება საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება”.

“მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.

ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება,” – წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა და ის საკუთარ პოზიციას პირდაპირ ეთერშიც ხშირად გამოხატავს. ივანოვ-ჩიქოვანი ვასილ მაღლაფერიძეს საზმაუს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენაში ადანაშაულებს

სიახლეები

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...