მთავარისიახლეები"ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას" -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

Published on

“დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი საერთაშორისო ქმედებების მოთხოვნით,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო წერს და საქართველოს მეგობრების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვითხოვთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, 52 პოლიტპატიმარ თანამემამულესთან ერთად, რომლებიც ამჟამად ციხეში არიან, ადამიანის უფლებების და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ ტერორისტული დარბევის კონტექსტში, რომელიც გრძელდება 69 დღეა, ბოლოდროინდელი შესამჩნევი ესკალაციებით.

ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა მეოთხე კვირაში შევიდა კრიტიკული და შეუქცევადი სიცოცხლისათვის საშიში შედეგებით, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სხვათა განცხადებებით, რომ მას არ მიუღია ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და რომ ტყვეობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ნებისმიერი და ყველა შედეგი მის ჯანმრთელობაზე მთლიანად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ჩვენ არ ვტყუვდებით “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯოს ის გარემოებები, რამაც გამოიწვია მზია ამაღლობელის დაპატიმრება და შელახოს მისი პროფესიული სანდოობა “უცხოეთიდან დაფინანსებულის” სტატუსის მინიჭებით.

ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა.

ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს აქტუალურ მოწოდებას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა და დემოკრატია სასწრაფოდ აღდგეს საჭირო ნაბიჯებით, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებს და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების შემოღებით ან შენარჩუნებით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურზე და სულხან თამაზაშვილზე,” – წერია ერთობლივ წერილში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი;
პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი;
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი;
შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი;
ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა;
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე;
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი;
ევროპის სტაბილურობის ინიციატივის დამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი;
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი;
ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა;
ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი;
უკრაინის პარლამენტის წევრი ევგენია კრავჩუკი;
ესტონეთის პარლამენტის წევრი ეერიკ-ნილს კროსი;
ყოფილი ევროპარლამენტარი მიაპეტრა კუმპულა-ნატრი;
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო;
უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსანდრე მერეჟკო;
უკრაინის პარლამენტის წევრი მარია მეზენცევა-ფედორენკო;
ესტონეთის პარლამენტის წევრი მარკო მიჰკელსონი;
ლატვიის პარლამენტის წევრი ინარა მურნიეცე;
ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი;
საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი;
იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე;
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი;
Orion Strategies-ის პრეზიდენტი რენდი შონემანი;
შვედეთის პარლამენტის წევრი კატარინა ტოლგფორსი;
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტაგენდატი;
ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი;
ევროპარლამენტარი რეინიე ვან ლანშოტი;
ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი;
ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი;
ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი;
განცხადებას უერთდება აშშ-ის კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონიც.
[სია განახლებადია]

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...

“შევამოწმეთ ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, დარღვევა არ დაფიქსირებულა” – IDS ბორჯომი

კომპანია IDS ბორჯომი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "სოციალურ...