მთავარისიახლეებიUSAID არ გაუქმდება, არამედ მოხდება მისი რეორგანიზაცია - რუბიო

USAID არ გაუქმდება, არამედ მოხდება მისი რეორგანიზაცია – რუბიო

Published on

USAID არ გაუქმდება, არამედ მოხდება მისი რეორგანიზაცია და გახდება კიდევ უფრო ფოკუსირებული იმ ამოცანებზე, რაც მას წესდებებით აქვს განსაზღვრული — განცხადებას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აკეთებს, რომელიც ამ თანამდებობის პარალელურად დროებით შეითავსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს.

რუბიოს თქმით, USAID-ის ამოცანების დიდი ნაწილი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა გადასაწყვეტია რა ორგანიზაციული ფორმით მოხდება ეს.

“არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში

USAID-ის რეორგანიზაცია ტრამპის იმ ინიციატივის ფარგლებში მოხდება, რომლითაც აშშ-ის სამთავრობო ბიუროკრატიის შემცირებაა დაგეგმილი.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...