მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

ზუგდიდში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ[Video]

Published on

მძღოლების  თქმით, ზუგდიდში არალიცენზირებული კერძო ავტოსადგური გაიხსნა, რაც მათ მუშაობაზე უარყოფითად აისახება. „ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, მოგვხედოს ხელისუფლებამ, მოგვცეს მუშაობის საშუალება, დაარეგულიროს სიტუაცია, თორემ ჩვენ არ გავჩერდებით, ფეხით ჩავალთ თბილისში“- განუცხადა ოდიშინიუსს აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მძღოლმა მურმან ჩალაძემ. მისი თქმით, კერძო სადგურებს ლობირებს მერიის ავტოტრანსპორტის სამსახური, კერძოდ, ეს არის დავით ხუბუა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. 
 
რაც შეეხება მერია, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, უწყებაში განმართავნ, რომ  ეს კერძო ბიზნესის საკითხია და ნებართვებსაც ამაზე მერია  არ გასცემს.
 
 
ამ წუთებში სადგურში 50-მდე მძღოლი იმყოფება. როგორც ირკვევა დილით სადგურიდან მხოლოდ 2 მიკროავტობუსი გავიდა თბილისის მიმართულებით. აქციის მონაწილეები პროფკავშირის სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან.
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...