მთავარისიახლეებისაზოგადოებაშაპიტოში ვარ - ალეკო ელისაშვილი

შაპიტოში ვარ – ალეკო ელისაშვილი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის ბრალდების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. სხდომას ალეკო ელისაშვილიც ესწრება.

“რეჟიმი და მისი მსახური დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, გადასულია ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მედავებიან, ქუჩაში კაცმა შემაგინა, შემოვცხე, ვიღაცა გაუგებარი კაცია ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაო და გახარია პრემიერმინისტრი იყო, კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აღძრეს, ანუ, ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემაა. შაპიტოში ვარ მოსული” თქვა ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

ივანიშვილის შსს ელისაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავება, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...