მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ ყოფილი ელჩი საქართველოში: შეშფოთებას იწვევს, რომ ადგილობრივი სასამართლო ძირს უთხრის...

აშშ ყოფილი ელჩი საქართველოში: შეშფოთებას იწვევს, რომ ადგილობრივი სასამართლო ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

Published on

 

“ჩვენ იმედი გვქონდა, რომ თავისუფალ მედიაში შესაძლოა პოლიტიკური ჩარევის მსგავსი დავები უკან გვქონდა მოტოვებული,“ – განაცხადა  ცნობილმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა, კენეტ იალოვიცმა, რომელიც წლების განმავლობაში შეერთებული შტატების საგარეო დიპლომატურ სტრუქტურებში და  საქართველოში ელჩადაც მუშაობდა.- „ჩემთვის და კიდევ ბევრი სხვისთვის, რომლებიც თვალს ვადევნებთ საქართველოში მდგომარეობას და ვართ საქართველოს თაყვანისმცემლები, ეს საკითხი იწვევს ჩვენს წუხილს და ამის შესახებ უკვე ბევრმა განაცხადა,“

მისი თქმით, პრესის და ინფორმაციის თავისუფლება არის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. „20 წელია ვადევნებ თვალს საქართველოს და ვხედავ როგორც წინსვლას, ასევე გაუარესებას, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ თავისუფალ მედიაში შესაძლო პოლიტიკური ჩარევის მსგავსი დავები უკან გვქონდა მოტოვებული. როგორც გარედან დამკვირვებელი, ვატყობ, რომ სასამართლო პროცედურები სწორი ნაბიჯებით არ მიდის. ვფიქრობ, შეშფოთებას იწვევს ის, რომ ადგილობრივი სასამართლო, ჩანს, რომ ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ჩვენთვის გაუგებარია,“ – განაცხადა კენ იალოვიციმ.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს დასავლეთის ქვეყნების და პარტნიორების მეგობრულ რჩევებს. მისი თქმით, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, გადადგმული ნაბიჯები გამოასწოროს.

„ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი, საქართველოს მთავრობამ გამოასწოროს გადადგმული ნაბიჯები. თუ ისინი იმოქმედებენ ძალიან სწრაფად, რომ გამოასწორონ სიტუაცია, მიყვნენ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს ღია, ტრანსპარენტული გზით და პატივი სცენ კანონის უზენაესობას, მაშინ ამ სიტუაციიდან გამოსვლას შეძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დარტყმა საქართველოს მთავრობაზე.

მე არ შემიძლია ევროკავშირის მაგივრად გელაპარაკოთ, თუმცა კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ მათთან ვიზების გაუქმების საკითხი წინ წავა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ინტეგრაციისთვის. ჩვენ არ ვუბრძანებთ მთავრობას, რა გააკეთოს. ჩვენ ვცდილობთ, ეს ავუხსნათ, როგორც კარგმა მეგობრებმა და ახლო მრჩევლებმა. ეს არის საკითხები, რომლებიც თქვენს ინტერესებშია,“ – განაცხადა კენ იალოვიცმა.

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...