მთავარისიახლეებიბრიტანული სანქციების დაწესების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია...

ბრიტანული სანქციების დაწესების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია – TI

Published on

დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია – წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და დეტალურად განმარტავს რას ნიშნავს ბრიტანული სანქციები და რა პრობლემებს შეუქმნის ის ოლიგარქს:

დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები).

სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის:

ქართუ ბანკი
ფონდი ქართუ
გალერეა თბილისი
აქსის თაუერსი
ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის, ტვ იმედის, მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს.
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები: პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს.
რუსული კომპანია შპს აკვა სფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებზე და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.

გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესების მოთხოვნის მიზეზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება, დემოკრატიის შელახვა, საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობა და შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები სახელდება.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...