მთავარისიახლეებისაზოგადოებაგავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ, იზოლატორიდან გამოუშვეს.

ინფორმაცია სხვადასხვა ჯგუფებში, გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით აქტიურად ვრცელდება.

რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობთ წერს, რომ სავარაუდოდ, მალე გამოუშვებენ „ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას.

გამოცემას წყარო ეუბნება, რომ ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.

მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც “ოცნების” დეპუტატებს “მონები” და “რუსები” ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები ჯგუფური თავდსხმის საქმეზე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლდა “ოცნების” დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფშიც სასტუმროს თანამშრომლეს მოხვდა.

სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...

საფრანგეთში არეულობის ზარალი შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს აჭარბებდეს

საფრანგეთში მომხდარი არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 1.2 მილიარდ ევროს გადააჭარბოს. ამის შესახებ სააგენტო...

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი...

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...