მთავარისიახლეებიპატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

Published on

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე… უნდა დადასტურდეს, რომ ცხადაძე რომელიმე ბრალდებულს მინიმუმ იცნობს, ან რაიმე კავშირი აქვს. არც ერთ პირს ის არ იცნობს, იმ დღეს ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო იყო, – განაცხადა იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

მან მოსამართლეს სასამართლოს ონისე ცხადაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა, ალტერნატივის სახით კი გირაო შესთავაზა, რომლის განსაზღვრაც თავად სასამართლოს მიანდო.

ცხადაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სასამართლოს გაცილებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების მიმართ გირაოს გამოყენების პრაქტიკა შეახსენა, მაგალითად, სპორტსმენ ზვიად ზვიადაურის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ.

“პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ. აბა, შეხედეთ ონისე ცხადაძეს, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს? გთხოვთ, ამ შემთხვევაში არა თქვენს წრეში გაბატონებულ მოსაზრებას ან სტერეოტიპს დაეყრდნოთ, არამედ დაეყრდენით მხოლოდ მტკიცებულებებს, საქმის მასალებს და თქვენს შინაგან რწმენას“, – მიმართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

საქალაქო სასამართლოში კი უკვე 4 საათია ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და რეჟიმის კიდევ 9 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, დატოვებს თუ არა დაკავებულებს სასამართლო წინასწარ პატიმრობაში. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...