მთავარისიახლეები"2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა" -...

“2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა” – TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) თანახმად, “2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

მათი ინფორმაციით, ამ შემთხვევების 80% კი ოქტომბრის ბოლოდან დღემდე აღირიცხა. TI-ის თქმით, 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.

“საგანგაშო იყო 2024 წელი “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით”, – წერს TI.

ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები.

“28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა”, – წერს TI.

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...