მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველები ხელისუფლების მხრიდან ხმის გაგონებას იმსახურებენ - ბრაჟე

ქართველები ხელისუფლების მხრიდან ხმის გაგონებას იმსახურებენ – ბრაჟე

Published on

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ქართველები დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ჯაჭვს ქმნიან.

ბრაჟე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ.

დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ქართველები ადამიანების ჯაჭვს ქმნიან. ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი ხმის გაგონებასა და პატივისცემას იმსახურებენ. ევროპაში მათი ადგილის შესახებ ქართველი ხალხის მოთხოვნებს ლატვია მხარს სრულად უჭერს“, – წერს ბაიბა ბრაჟე.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! – დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება.

ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო იქნებიან გაერთიანებული. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.

პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...