მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებს კვერცხები ესროლეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებს კვერცხები ესროლეს

Published on

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა, ადმინისტრაციული წესით აქციის სამი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.შსს  ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებული პირები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რის გამოც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო.შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ „თანასწორობის მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა.
„თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადების გაპროტესტების მიზნით შეიკრიბნენ.პარლამენტის შენობასთან ასევე მივიდნენ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები.მათ „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს და განაცხადეს, რომ 17 მაისს, როგორ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ დაუშვებენ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...