მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება

თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება

Published on

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! – დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება.

ცოცხალ ჯაჭვში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩაებმებიან და ადამიანები ერთი იდეის გარშემო იქნებიან გაერთიანებული. მშვიდობიანი, მტკიცე პროტესტის ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

დღეს ვიკრიბებით 20-ზე მეტ ქალაქში საქართველოს მასშტაბით. თბილისში ვართ განაწილებული სხვადასხვა ხიდებზე. მეტეხიდან დაწყებული ვახუშტის ხიდამდე ვკრავთ ჯაჭვს, რომელიც ასევე გრძელდება სანაპიროებზე და არის უწყვეტი. კიდევ ერთხელ ვაჟღერებთ ჩვენ ორ ფუნდამენტურ მოთხოვნას, ეს არის ახალი არჩევნები და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც გვყავს ქვეყანაში ამ მოვლების შედეგად”, – ამბობს ილია ღლონტი.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...