მთავარისიახლეებიპოლიტიკარა იქნება სანქციების დაწესების შემდეგ და შეძლებს თუ არა ივანიშვილი მათგან...

რა იქნება სანქციების დაწესების შემდეგ და შეძლებს თუ არა ივანიშვილი მათგან თავის დაღწევას

Published on

ჟურნალისტი, “რუსთავი-2”-ის კორესპონდენტი აშშ-ში დავით ნიკურაძე, რომელიც წლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და სხვა სახის მოვლენებს აშუქებს, განმარტავს, რამდენად მკაცრია ოლიგარქ ივანიშილისთვის დაწესებული სანქციები და აქვს თუ არა მას შანსი, თავი დაიხსნას ამ სანქციებისგან: 

1. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს OFAC (Office of Foreign Assets Control) სანქციები ყველაზე მკაცრი, ეფექტური და ყველაზე მეტად კონტროლირებულია, რასაც ამ სანქციებისგან თავის არიდება, მესამე პირებზე კომპანიების შექმნით თუ სხვა დიქტატორული რეჟიმების დახმარებით, მინიმუნამდე დაჰყავს.
სანქციებისგან თავის არიდების მცდელობა იწვევს დამატებითი, კიდევ უფრო მკაცრი სანქციების ამოქმედებას.

2. ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობა, ამერიკის კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ რომელიმე მოქალაქე ან კომპანია ამის ხელშეწყობაში იქნება შემჩნეული, მათაც უმკაცრესად დასჯიან. შესაბამისად, ამ რისკზე სულელის გარდა არავინ მიდის. ეს იგივეა, კოვიდიანს უნიღბოდ ჩაეხუტო, ბეტა ან დელტა შტამის ცირკულირების პერიოდში.

3. ევროკავშირმა სულ რომ ვერ მიაღწიოს ერთიანობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური სანქციების დაწესებაზე, ჩათვალეთ უკვე ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, რადგან ბლოკის ფინანსური წესრიგი შეერთებულ შტატებთან სინქრონიზებულია და ევროპა, რეალურად, ამერიკული სანქციების მთავარი გლობალური აღმსრულებელია. ევროპის ქვეყნებს და მის საერთაშორისო ორგანიზაციებს შეთანხმება აქვთ აშშ-ის სანქციების აღსრულების საკითხში, რაც სანქცირებულ პირებს, უბრალოდ, მოძრაობის საშუალებას არ მისცემს. ვინმე თუ დაგიწყებთ მტკიცებას, რომ ამ წესებს უნგრეთი და სლოვაკეთი არ დაემორჩილებიან, არ შეხვიდეთ მათთან კამათში და ექიმს გამოუძახეთ.
ასე, რომ სანქცირებული პირს, ევროპაში ამოსუნთქვის საშუალება არავინ მისცემს. გამორიცხულია. არავის აქვს ორი თავი. მაშველი რგოლები მხოლოდ ირანმა, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება ისროლონ. თუმცა ეს რგოლები დახვრეტილი და ჩასაძირად განწირულია.

4. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სანქციებს არავითარ შემთხვევაში არ მოხსნის. ნულია შანსი. დამატებითი სანქციების დაწესება ან რომელიმე შემსუბუქებული სანქციის გამკაცრება, კი ბატონო. რაც ყველაზე მთავარია და რაც არ უნდა დავივიწყოთ არის ის, რომ მიმავალი ადმინისტრაცია, მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს. ამერიკის არჩევნების მეორე დილის გათენებიდან მოყოლებული, ტრამპი ისევე იღებს ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის თემაზე ბრიფინგებს, როგორც ბაიდენი. რომ არა მისი მწვანე შუქი, ბაიდენი სანქციებს ვერ დააწესდებდა. ასე მუშაობს ამერიკული სისტემა. ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. 20 იანვრის მოლოდინი უბრალოდ უვიცობაა.

5. სანქციების მოხსნის და/ან შემსუბუქებისთვის სანქცირებულ პირს პოტენციურად შეუძლია აპელაციის შეტანა OFAC-ში და სანქციების განხილვის ან გაუქმების მოთხოვნა, თუმცა ამ ეტაპზე, აპელაციის დაკმაყოფილების შანსი არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც ვაშინგტონს შეუძლია თანხმობის მიცემა, საპროცესო შეთანხმებაა თუ სანქცირებული პირი მზად არის განახორციელოს უმნიშვნელოვანესი ცვლილებები – დათმოს ქონება, შეწყვიტოს საქმიანობა და ა.შ.

აი, აქ მარხია ძაღლის თავი და სწორედ ეს არის სანქციების მიზანი და მისი სისასტიკეც.

სხვა ვარიანტები: “მხოლოდ კრიპტოზე იქნება დამოკიდებული” ან “თითო ლარი ყველამ შევიტანოთ ქართუ ბანკში”, იუმორინას თემაა და აქ ვერ განვიხილავ.”, – წერს დავით ნიკურაძე.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...