მთავარისიახლეები"70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი - პუტინმა თავდასხმისთვის გამიზნულად შეარჩია...

“70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი – პუტინმა თავდასხმისთვის გამიზნულად შეარჩია შობა. რა შეიძლება იყოს ამაზე არაადამიანური?” – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა საჰაერო იერიშის დროს 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გამოიყენა.

“პუტინმა თავდასხმისთვის გამიზნულად შეარჩია შობის დღესასწაული. რა შეიძლება იყოს ამაზე არაადამიანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და, 100-ზე მეტი დრონი. სამიზნე – ჩვენი ენერგეტიკა იყო. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ უკრაინა ჩააბნელონ”, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ 50-ზე მეტი რაკეტის და დრონების ძირითადი ნაწილის ჩამოგდება შეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევებში რაკეტებმა მიზანს მიაღწიეს.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ელექტრომომარაგებას პრობლემა შეექმნა. ის აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრას.

ცნობისთვის, შობის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდაპირველად ინფორმაცია მხოლოდ ხარკივის რეგიონზე ვრცელდებოდა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუსები ჩერნიჰივს, სუმს და პოლტავასაც უტევენ.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...