მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი დღეს 4 პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდება

პრეზიდენტი დღეს 4 პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდება

Published on

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი დღეს არჩევნებში გამარჯვებულ 4 პოლიტიკურ გაერთიანებას უმასპინძლებს. პროდასავლური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტთან ახალი არჩევნების უმოკლეს დროში დანიშვნას განიხილავენ, რაც მათი თქმით, ქვეყანას უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს. ოპოზიციონერები პრეზიდენტთან ერთად აპირებენ განიხილონ წინასწარი გეგმა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი არალეგიტიმური მთავრობა არჩევნებს არ ჩანიშნავს.

რა სამართლებრივი გზები არსებობს ახალი არჩევნების ჩასატარებლად თავისუფალ და სამართლიან გარემოში – პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკითხზე იმსჯელეს გუშინ გამართული შეხვედრისას. ლიდერები თანხმდებიან, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართვა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არსებით როლს თამაშობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში. ამიტომ შეხვედრაზევე შეთანხმდნენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილთან მივლენ და მასთან სრულ კოორდინაციაში იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. მათ შორის იმ ტექნიკურ საკითხებზე, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას შეეხება.

თავად სალომე ზურაბიშვილმა კი დააანონსა, რომ შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...