მთავარისიახლეები"ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

Published on

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის ნეგატიურ დასკვნას გამოეხმაურნენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ დარღვევებს, რომლებმაც არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

“ეს დასკვნა არის უპრეცედენტოდ უარყოფითი, ასეთი ნეგატიური დასკვნა არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა და პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური და არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური. ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.” – განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, “ოცნებას” იმედი ჰქონდა, რომ ეუთო/ოდირი მათ ლეგიტიმაციას მისცემდა, თუმცა ეს პროპაგანდა ჩამოეშალათ.

“დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, რომ შეექმნა ანტურაჟი, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ ის, რაც არჩევნების დღემდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ხდებოდა და ხდება ამას შესაძლოა ეწოდოს ყველაფერი, არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესის გარდა.

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ “შეჭამს”. ეს არის სინამდვილეში, რაც დასკვნაში წერია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო კვერების განმავლობაში “ქართული ოცნების” პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო. მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე, როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, რაღაცები დალაგდება და თითქოს რაღაცებს გააუმჯობესებენ. არაფერი ეგეთი არ მოხდება.

ამ დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა, იქნება ეს სანქციები, თუ სხვა მხრივ, იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დასკვნის იმ სახით არსებობა, რაც დადო ეუთო/ოდირმა,”- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა პროტესტის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ სწორედ უწყვეტმა პროტესტმა მოიტანა ის ნაბიჯები, რაც არალეგიტიმური “ოცნების” ხელისუფლების მიმართ გადაიდგა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...