მთავარისიახლეებიავუხსენი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომ მათი მანდატი არაა რაღაც კომისია დანიშნონ არაღიარებულ...

ავუხსენი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომ მათი მანდატი არაა რაღაც კომისია დანიშნონ არაღიარებულ ხელისუფლებასთან…ვიღას აინტერესებს რუსული კანონი – პრეზიდენტი

Published on

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალან ბერსეს მან მკაფიოდ დაუფიქსირა პოზიცია და აუხსნა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რა არის საბჭოს უპირველესი მანდატი:

“შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას. ცოტა გაუგებრობაში არიან და არ ესმით სიტუაცია. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებები, ადამიანების თავისუფლება, ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როდესაც რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში. ძალადობა, უფლებების შეზღუდვა და ამის გაპროტესტება, ამის დაგმობა არის ალბათ პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის. მე ეს ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი არც მოვალეობა და არც უფლებაა არაა, რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მითუმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვიღას აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი თუ როგორ იტყუება ხელისუფლება წლების მანძილზე.” განაცხადა პრეზიდენტმა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...