იტალიის ქალაქ მანტოვაში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს. როგორც გამოცემა Gazzetta di Mantova იუწყება, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე პოლიციამ შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რომ რამდენიმე უცხოელი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, გამვლელებს ავიწროებდა. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, მათ 37 წლის საქართველოს მოქალაქე, ვინმე ნ.ა დააკავეს. თუმცა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ გაუშვეს.მოგვიანებით პოლიციაში კიდევ ერთი მოწმე გამოჩნდა, განას მოქალაქე, რომელმაც განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ის გაქურდეს. მისი თქმით, იგი ხუთმა პირმა უმიზეზოდ სცემა და ტელეფონი წაართვა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე გავიდა და ოპერატიული ღონისძიების შედეგად სამი პირი დააკავა, მათ შორის, აქამდე დაკავებული და გაშვებული ნ.ა.
სიახლეები
სიახლეები
რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა
9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...
სიახლეები
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა
75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....
სიახლეები
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე...
სიახლეები
აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება
უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...