მთავარისიახლეებიშეუძლია ევროპას შეეგუოს, რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, რომ პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის,...

შეუძლია ევროპას შეეგუოს, რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, რომ პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის, ესპანეთის პოზიციის შესახებ? -პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს

Published on

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რომ ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან – “ევროპარლამენტარებმა ეს გაკეთეს, როდესაც ჩამოვიდნენ თბილისში, იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი მესიჯი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი, მეტი ვიზიტები საქართველოში, რომელიც იქნება არა ჩვეულებრივი ვიზიტები” – მიმართა პრეზიდენტმა ევროდეპუტატებს.

შეუძლია ევროპას შეეგუოს, რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, შეეგუებიან ევროპელები, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის, ესპანეთის პოზიციის შესახებ? – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ისაუბრა აქციაზე დაკავებულების შესახებ და მათი გათავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების დასწრება სასამართლო პროცესებზე – “დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, უნდა იქნას დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელთა ქმედება კვალიფიცირებული იყო, როგორც წამება” – ამბობს პრეზიდენტი

სიახლეები

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია....

“გხედავთ, გვესმის თქვენი, თქვენს გვერდით ვართ… თქვენ მარტო არ ხართ” -ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მიმართავს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს,...

“ხელახალი არჩევნები აუცილებელია… თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ” – ზურაბიშვილი ევროკავშირს

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს. თქვენ...

“ყველაფერი საქართველოში კონტროლირებულია 1 პარტიის მიერ, ოპოზიციური მედიის გარდა – 3 მედიიდან 2 არის ძალიან მძიმე ფინანსურ კრიზისში, რაც პროვოცირებულია” -ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციური მედიის გარდა, ყველაფერს ერთი პარტია, "ქართული ოცნება" აკონტროლებს. პრეზიდენტის...