მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონდა - რას შეეწირა 19 წლის ბიჭის...

თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონდა – რას შეეწირა 19 წლის ბიჭის სიცოცხლე?

Published on

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტებმა ხელყუმბარაზე პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს. – ექსპერტიზის დასკვნამ, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა, პროკურატურა მთავარი მტკიცებულების გარეშე დატოვა. 
 
უკვე ოთხი თვეა, ყველა სამთავრობო უწყება ამტკიცებს, რომ 19 წლის ახალგაზრდას სპეცრაზმელმა იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და საცხოვრებელი სახლის აფეთქებას აპირებდა, დოკუმენტებით დგინდება, რომ მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონდა.
 
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზის სკანდალური დასკვნის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მტკიცებულება გაბათილდა.
 
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილის მობილურმა ტელეფონმა შეაშინა, რომელიც მას ხელში ეჭირა, ან 19 წლის ახალგაზრდას ოთახში შესვლისთანავე საფრთხის იდენტიფიცირების გარეშე ესროლეს. ექსპერტიზის  დასკვნა ამყარებს ვარაუდს, რომ ხელყუმბარა მაჩალიკაშვილების სახლში საერთო არ ყოფილა და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
 
პანკისის ხეობის უხუცესები მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მცდელობაზე ალაპარაკდნენ. ხეობა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
 
,,ჩვენ ვიბრძოლებთ და თუ შევძლებთ, დავამტკიცებთ თემირლანის სიმართლეს და უდანაშაულობას, – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი –  განაცხადა. – მე პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ თემირლანმა ყუმბარა რა იყო არც კი იცოდა. მას მხოლოდ ტელევიზორში თუ ჰქონდა ნანახი ყუმბარა. ეს სპეციალურად ჩაუდეს საკუთარი თავის გასამართლებლად. თუ შევძლებთ, დავამტკიცებთ სიმართლეს და თემირლანის უდანაშაულობას“.
 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...