მთავარისიახლეებისაქართველოსთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებზე - კაია კალასი

საქართველოსთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებზე – კაია კალასი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით არ ვითარდება და ეს ევროკავშირის მსჯელობის საგანი იქნება. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაერთიანება “ოცნების” წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს და სანქციებს განიხილავს.

საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით არ ვითარდება, ისე, როგორც ეს ევროკავშირის კანდიდატს სტატუსის მქონე ქვეყანას შეეფერება. ჩვენ ვიმსჯელებთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის მიერ გამოყენებულ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და იმ მექანიზმებს, რომელსაც ისინი იყენებენ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროკაშირის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები, მეორე – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული სახელმწიფოს გაერთიანება, ამიტომ ამას დრო სჭირდება. მაგრამ, ჩვენ წარმოვადგინეთ ადამიანების სია სანქციებისა, რომლებიც იყენებენ ძალას და ძალადობრივ ქმედებებს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ასვეე წარმოვადგინეთ უვიზო რეჟიმის საკითხიც. წევრი სახელმწიფოების სურვილია, რომ ევროკომისია ამ წინადადგებით წარდგეს. სანქციების სია უკვე შემოგვთავაზეს, დღეს სწორედ ამ სიაზე ვიმსჯელეთ. საჭიროა ყველა ქვეყნის თანხმობა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი 29 დეკემბრამდე რჩება, ამიტომ იქამდე ბევრი კარგი რამ შეიძლება მოხდეს, – განაცხადა კალასმა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...