მთავარისიახლეებისაქსტატის ცნობით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 262.2 ლარია

საქსტატის ცნობით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 262.2 ლარია

Published on

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 262.4 ლარი იყო. 2024 წლის ოქტომბერში კი 256.5 ლარი. მონაცემების თანახმად, 2024 წლის ნოემბერში 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 10.1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 5.9 ლარით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ნოემბერში 252.3 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2024 წლის ნოემბერში 232.4 ლარი, ოქტომბერში – 227.2 ლარი იყო. 2023 წლის ნოემბერში კი 223.4 ლარი.

საარსებო მინიმუმი არის სახელმწიფოს მიერ დაანგარიშებული თანხა, რომელიც სახელმწიფოს წარმოდგენით, ერთ ადამიანს თვეში უნდა ეყოს იმისათვის, რომ იარსებოს. ის ანგარიშდება მინიმალური სასურსათო კალათის, შევაჭრების კოეფიციენტისა და არასასურსათო კალათის საფუძველზე.

მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას – დღეში 2300 კილოკალორიას. საარსებო მინიმუმიდან სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით. დანარჩენი 30% არის არასასურსათო კალათა: მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანისამოსი და ა.შ.

სასურსათო კალათის შემადგენლობას ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება განსაზღვრავს და მასში 40 დასახელების პროდუქტია შეყვანილი.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...