მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს

ზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს

Published on

 
ზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს. საწყობიდან წაღებულია აზიური ფაროსანას შესაწამლი ავტომობილის საბურავები და აკუმულატორები.
 
აღნიშნულ საწყობში მერიის დასუფთავების და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილები არის განლაგებული.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდები საწყობში შენობის უკანა მხრიდან შევიდნენ და ნივთები ღამით გაიტანეს.
 
დაცვის პოლიცია არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა ოდენობის ნივთებია წაღებული საწყობიდან. თუმცა მოსახლეობა საუბრობს იმაზეც, რომ ამოღებულია ასევე  აკუმულატორები სპეცტექნიკიდან, რომელიც ფარროსანასთან საბრძოლველად შემოიყვანეს ზუგდიდში და ასევე მერიასთან იყო პარკირებული. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაიწყო.
 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...