მთავარისიახლეები"უკვე 2 თვეზე მეტია ოქუაშვილის დირექტორი არ აწერს ხელს არცერთ აქტს... ეს...

“უკვე 2 თვეზე მეტია ოქუაშვილის დირექტორი არ აწერს ხელს არცერთ აქტს… ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ზუსტად ესაა არხის დახურვა – საძაგლიშვილი “მთავარ არხზე”

Published on

“მთავარი არხის” იურისტი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ უკვე 2 თვეზე მეტია ზაზა ოქუაშვილის დირექტორი არ აწერს ხელს არცერთ აქტს და ტელევიზიას პრობლემებს უქმნის.

როგორც საძაგლიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნა, ოქუაშვილის ბრალდებები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ლოგიკას მოკლებულია, რადგან არ არსებობს არც ერთი მტკიცებულა იმისა, რომ არხის ხელმძღვანელობა ფულს ათეთრებდა.

“რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია ზაზა ოქუაშვილის წარდგინებით დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე არ აწერს ხელს არც ერთ აქტს კომპანიის ოპერირებისთვის აუცილებელი ხარჯების გაწევის თაობაზე და შესაბამისად, ფიზიკურად ტელევიზია მოკლებულია საშუალებას გაწიოს ნებისმიერი ხარჯი, მათ შორის გადაიხადოს სახელფასო დავალიანება ან, გადაიხადოს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის საჭირო თანხები და ნებისმიერი სხვა სერვისისთვის საჭირო თანხები, რასაც ტელევიზია იღებს.

ეს ცხადია მიზანმიმართული ქმედებაა. კარგად გვესმის, ვის ინტერესებში შედის “მთავარი არხის” დახურვა – ეს რუსი ოლიგარქი ივანიშვილია. ეს თამაში მხოლოდ მის ინტერესში შედის. ვისმენდით წარმოუდგენლად აბსურდულ ბრალდებებს, რაც მათ შორის განცხადებაშიც ვნახეთ, რომ თითქოს ფულის გათეთრება ხდება საზღვარგარეთ გადარიცხვით. ამაზე გვქონია საუბარი, მათ შორის ვეკითხებოდით, რომელი ტრანზაქცია მიაჩნდა საეჭვოდ, ერთი გადარიცხვა მაინც ეთქვა, თუმცა ცხადია ვერ გვითხრა – მაგალითად, საზღვარგარეთ გადარიცხვები არის სატელიტზე გასვლისთვის, “ტელემუნდოსთვის” სერიალების შესაძენად თანხის გადახდა – ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული, რომ “ტელემუნდოს” მეშვეობით ვინმემ ფული გაათეთროს.

არხი აგრძელებს მუშაობას მისი თანამშრომლების თავდადების ხარჯზე, რადგან სხვა რესურსი უბრალოდ არ დაგვრჩენია. პრინციპში “მთავარი არხისთვის” მთავარი რესურსი ყოველთვის იყო მისი თანამშრომლების თავდადება, უბრალოდ ახლა ეს ერთადერთ რესურსად დარჩა. დარწმუნებული ვარ, ვიდგებით ბოლომდე, ცხადია სანამ ამის ფიზიკური შესაძლებლობა გვექნება”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა: “ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით”.

სიახლეები

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...