მთავარისიახლეები"ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება,...

“ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება, იმედი მაქვს, რომ დამთავრდება, როგორც ცუდი სიზმარი” – ირმა სოხაძე

Published on

ახალ არჩევნების, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების მოთხოვნით თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო მსვლელობას მუსიკოსებმა კონსერვატორიის შენობიდან დაიწყეს. მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები სხვა უკანონო დაკავებულებთან ერთად ითხოვენ კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტის ანრი კაკაბაძის საპატიმროდან გათავისუფლებასაც. აქციის მონაწილეებმა კონსერვატორიის რექტორს მოუწოდეს ოფიციალურად გამოეხმაუროს განვითარებულ პროცესებს და დაგმოს პრორუსული პოლიტიკა. მუსიკოსების სფეროს წარმომადგენელთან ერთად აქციაში მონაწილეობენ მსახიობებიც.

აქციაში მონაწილეობას იღებს ირმა სოხაძეც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო.

“არც ვმალავ ჩემი პოლიტიკურ გემოვნებას, რაშიც ვიყავი სრულიად დარწმუნებული, დღეს ვარ ძალიან გაწბილებული და შეძრწუნებული იმით, რაც ხდება, ეს არის სრული ნგრევა ჩემი იმედების, რწმენის, ამდენი ადამიანის რწმენის.

როცა შენი მოსახლეობის ნახევარი გეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა გააკეთო და შენ ამაზე რეაგირება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ ურტყამ, იჭერ, წამლავ, შეიძლება რომ ამაზე არ აღშფოთდე?

მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, რომელიც იყო კმაყოფილი იმით, რომ მოგვაშორეს სისხლიანი და უსამართლო რეჟიმი, მაგრამ ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება, იმედი მაქვს რომ დამთავრდება, მართლა როგორც ცუდი სიზმარი,” – განაცხადა ირმა სოხაძემ.

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...