მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით დამაწვინეს, პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება...

პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით დამაწვინეს, პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება – ახობაძე

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ პატრულის თანამშრომელმა დაკავებისას მას ჯიბეში ნივთიერება ჩაუდო:

„დაკავების შემდეგ, არც ადვოკატთან და არც ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალება არ მქონია, ვერ შევატყობინე, რომ დაკავებული ვიყავი.
პატრულმა რომ გამაჩერა, ძალის გამოყენებით მოხდა პატრულის მანქანის ე.წ. კაპოტზე სახით დაწვენა. პატრულის თანამშრომელმა მარცხენა ჯიბეში მოათავსა ნივთიერება“,- განაცხადა ახობაძემ. [IPN]

შეგახსენებთ, რომ ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ბრუნდებოდა.

მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა დღევანდელ პროცესზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...