მთავარისიახლეებიეკონომიკადღეიდან ფოთში მოვაჭრეებს, რომლებიც პროდუქტს მაღაზიების წინ, დახლებზე განათავსებენ, დააჯარიმებენ

დღეიდან ფოთში მოვაჭრეებს, რომლებიც პროდუქტს მაღაზიების წინ, დახლებზე განათავსებენ, დააჯარიმებენ

Published on

დღეიდან, 25 აპრილიდან ფოთში მოვაჭრეებს, რომლებიც პროდუქტს მაღაზიების წინ, დახლებზე განათავსებენ, დააჯარიმებენ. ამის შესახებ მოვაჭრეები ფოთის საკრებულოს წევრებმა და ზედამხედველობის სამსახურმა დღეს გააფრთხილა. ამ ფაქტს ბაზარში ხმაური მოჰყვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
 
"ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მაღაზიების წინ არის გამოტანილი დახლები, რომელიც ხელს უშლის გადადგილებას. სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან არის რეკომენდაცია, რომ ყველამ საკუთარი საზღვარი დაიცვას, რათა საჭიროების შემთხვევაში სახანძროს მანქანამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც საკუთარი ფართი არ აქვთ, ჩვენ ალტერნატიულ ფართს შევთავაზებთ. ყველაფერი უსაფროებისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით კეთდება“, – თქვა საკრებულოს სივრცითი ტერიტორიის დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...