მთავარისიახლეებისაზოგადოებაზედიზედ ორი ყაჩაღობა თბილისის ცენტრში ანუ როგორია სინამდვილეში ქალაქის...

ზედიზედ ორი ყაჩაღობა თბილისის ცენტრში ანუ როგორია სინამდვილეში ქალაქის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც თბილისის მერმა კალაძემ დაანონსა

Published on

 თბილისის ცენტრში   სულ რამდენიმე საათის განმავლობაში ორი ყაჩაღობა მოხდა. როგორც ჩანს ასეთია სინამდვილეში   ქალაქის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც   თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაანონსა. 
 წუხელ  დანით შეიარაღებული პირი კოსტავას ქუჩაზე მდებარე  სუპერმარკეტ "იოლში" შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა..
 
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე. 
 
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
 წუხელვე   თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს. ცივი იარაღით შეირაღებული ორი პირი თავს აფთიაქის თანამშრომელს დაესხა და თანხა და პირადი ნივთები გასტაცა. თანხის მოთხოვნისას  ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გამყიდველ  ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს
 
შს სამინისტრომ ორივე თავდამსხმელი კახეთის გზატკეცილზე დააკავა.
 
მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...