მთავარისიახლეებიპოლიტიკაინაშვილი – უსუფაშვილების წინააღმდეგ. საქმეს ივანიშვილი არჩევს.

ინაშვილი – უსუფაშვილების წინააღმდეგ. საქმეს ივანიშვილი არჩევს.

Published on

დღეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 
"მე ვიცი, რომ პირველი დღიდან, რაც მე თავდაცვის მინისტრი გავხდი, რუსებს საქართველოში პრობლემა აქვთ ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან, ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს და ახალს ვერ ვხედავ ამაში, – ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს მისი გადადგომის თაობაზე "პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას.

რუსეთის აგენტები და სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები "რესპუბლიკურმა პარტიამ" საკუთარ რიგებში ეძებოს, – ასე უპასუხა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს.
ინაშვილი თინა ხიდაშელს იმ ჩანაწერებს ახსენებს, რომელიც "რესპუბლიკურ პარტიის" წევრ ლევან ბერძენიშვილსა და რუსეთის საელჩოს თანამშრომელს შორის შედგა.
"რესპუბლიკურ პარტიას" და ქალბატონ თინა ხიდაშელს მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა სატელეფონო საუბარი ლევან ბერძენიშვილსა და რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ლევან ბერძენიშვილი რუსეთის საელჩოს ამ თანამშრომელს სხვადასხვა მისი გეგმებისა და საქმიანობის შესახებ პატაკს აბარებდა და ელაქუცებოდა. რუსეთის საელჩოს ეს თანამშრომელი დაზვერვას კურირებდა. ანუ ვინ ურთიერთობდა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებთან? – ბატონი ლევან ბერძენიშვილი. ბატონი დავით უსუფაშვილი  სად მსახურობდა ჯარში? – მოსკოვთან ახლოს. ხომ შემიძლია ვივარაუდო, რომ ბატონი დავითი ჯერ კიდევ მაშინ ამყარებდა ურთიერთობებს რუსეთის სპეცსამსახურებთან? როდის შევიდა კომუნისტურ პარტიაში? – როცა იშლებოდა. ბატონი სოზარ სუბარი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც "კავკასიის" პირდაპირ ეთერში ბატონ დავით უსუფაშვილს საჯაროდ უთხრა, რომ უსუფაშვილი ესაუბრებოდა რუსებს საარჩევნოდ ფულის მიღებასთან დაკავშირებით. ამიტომ რუსეთის აგენტები, სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები "რესპუბლიკურმა პარტიამ" ეძებოს საკუთარ რიგებში. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც დავასახელე, სულაც არ გამიკვირდება, რომ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი ამ პოსტზე რუსეთის დავალებებს ასრულებდეს და რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდეს. სულ არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ რა შუაშია რუსეთი ან მექსიკა, როცა მე ხიდაშელს და აგულაშვილს არჩევნების გაყალბებაზე ველაპარაკები?! ისინი არიან არჩევნების გამყალბებლები და ამაზე ილაპარაკონ, რუსეთზე, მექსიკასა თუ იაპონიაზე კი არა", – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ინაშვილის დავას ,,რესპუბლიკურ პარტიასთან'' ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. "ვთხოვდი მათ უკიდურეს ფორმაზე თქვან უარი და გაყალბებულ არჩევნებსაც ნუ აფიქსირებენ.  მოპარული არჩევნები არ ყოფილა თუ რამე არ მოსწონთ, მათ აქვთ შეტანილი საჩივარი სასამართლოში და დაელოდონ გადაწყვეტილებას,"- აცხადებს ივანიშვილი. 

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...