მთავარისიახლეებიშსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 43 პირია დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 43 პირია დაკავებული

Published on

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 43 პირია დაკავებული. მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

“აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.” აცხადებს შსს.

ამავე განცხადებაში უწყება ამტკიცებს რომ “აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად” მათი 32 თანამშრომელი დაშავდა და ნაწილს მძიმე დაზიანებები აქვს.

გომელაურის სამინისტრო მოქალაქეებს “პროვოკაციულ ქმედებებში” ადანაშაულებს, თუმცა არაფერს წერს მოძალადე პოლიციელების მხრიდან ნაცემ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე.

სიახლეები

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...

ტრამპი: არ მჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ირანს ეხმარება. ამის შესახებ...

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...