მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე მდებარე სალონის თანამშრომლები კომპანია „თაუნპარკის“ მიერ დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ...

ზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე მდებარე სალონის თანამშრომლები კომპანია „თაუნპარკის“ მიერ დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ [Video]

Published on

ზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე მდებარე სალონის თანამშრომლები კომპანია „თაუნპარკის“ მიერ დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ. სტილისტების თქმით, კომპანიამ მანქანის პარკირებისთვის ტარიფი 3 ლარიდან განსაზღვრა, რაც ყოვლად მიუღებელია.“ ჩვენ აქ ვმუშაობთ და ამდენი შემოსავალი არ გვაქვს, რომ დღიურად 3-5 ლარი გადავიხადოთ, არც ჩეკს ტოვებენ, არ ვიცით სად მიდის ეს ფული, ვითხოვთ ყურადღებას, ნუთუ არ არსებობს მთავრობა, რომ ეს გააკონტროლოს? არ დავუშვებთ ჩვენ ამას და აქციებს გავმართავთ“ -აცახადებენ ისინი. სალონის უკმაყოფილო თანამშრომლების თქმით, „თაუნპარკს“ მოწესრიგებული არა აქვს პარკირების ტერიტორიის ნაწილი და არც სალარო აპარატი აქვთ, რაც ეჭვს იწვევს რომ ამ ფულით ვიღაცის ჯიბე სქელდება.
 შპს  “თაუნ პარკს“, რომელსაც ქალაქში პარკირების მოწყობა და ადგილობრივ ბიუეჯტში ყოველწლიურად 203 ათასი ლარის შეტანის ვალდებულება აქვს, გასული წლის დეკემბერში 6 თვის დავალიანება დაუგროვდა. კომპანიის მიერ დადგენილ სატარიფო გეგმა მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. „ოდიშინიუსმა“ დეტალების გასარკვევად  კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისი ხელმძღვანელი სატელეფონო  ზარებს არ პასუხობს. „თაუნპარკს“ მისი მისამართით გამოთქმულ არც ერთ ბრალდებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 
 
 
 

სიახლეები

ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით,...

საქართველომ წელს ყველაზე მეტი, 15 მილიონამდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა

საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი...

უკრაინამ სოჭში ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ სოჭში Лукойл-ის ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე...

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...