მთავარისიახლეებისაქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ეხმაურება და...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ “საქართველოში შავი ორშაბათი” გათენდა.

Published on

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ “საქართველოში შავი ორშაბათი” გათენდა.

ქვეყნის მთავარსარდალი “ქართულ ოცნებას” მონებად აცხადებს და ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს “კონსტიტუციის მოკვლაში” ადანაშაულებს.

შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც “ქართული ოცნების მონები” კლავენ ჩვენ კონსტიტუციას და მასხრად იგდებენ ჩვენ პარლამენტს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო – დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.

სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. “მონებო!”, “რუსებო!” – ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

“ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.

პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცავს.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...