მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს

Published on

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვაალ, ხელისუფლებაც უნდა შეიცვალოს.
„გადავადებულ სესხებზე პროცენტები მკვეთრად უნდა შეიზღუდოს და უნდა დავაწესოთ ზედა ზღვარები საბანკო განაკვეთებზე. მაისის დასაწყისიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს უსამართლო ვალების აღრიცხვას და ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ შევქმნით საკრიზისო ფონდს, რომელიც ორწლიანი მორატორიუმის პოლიტიკას გაატარებს ამ უსამართლო ვალების მიმართ. საქართველოში უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს არ რჩება დრო. ქართულ ოჯახებს არ რჩება დრო. ქვეყანა ცარიელდება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეულ პენსიონერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 400 ლარი პენსია. თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს მინიმუმ 1000 ლარი ხელფასი, თითოეულ პოლიციელს და სხვა ოფიცერს ჰქონდეს მინიმუმ 2000 ლარი და რაც მთავარია, მოიხსნას წნეხი მევახშეების მხრიდან ქართულ ოჯახებზე. ეს არის სრულიად რეალისტური რამ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქმედება დაუყოვნებლივ, გადაუდებლად. ჩვენ უნდა ვემზადოთ ივანიშვილ-მეჯღანუაშვილის შემდგომი ეპოქისთვის უკვე დღეს. პარპაში ეკონომიკის წურბელების – მევახშეების საქართველოში უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდევაც. გაძლევთ ამის მყარ სიტყვას და მე ნამდვილად, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მოგატყუებთ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა მომავალ შეხვედრამდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...