მთავარისიახლეებიარჩევნების გაყალბების საქმე - ეკა ბესელია პროკურატურას მტკიცებულებებს გადასცემს

არჩევნების გაყალბების საქმე – ეკა ბესელია პროკურატურას მტკიცებულებებს გადასცემს

Published on

არჩევნების გაყალბების საქმე – იურისტი ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა.

ბესელია მზად არის, 26 ოქტომბრის არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს.

შემოთავაზება მქონდა, გამოკითხვა ჩატარებულიყო ან პროკურატურაში ან მაგისტრატ მოსამართლესთან, მაგრამ ძალიან შეგნებულად ვარჩიე აქ, უშუალოდ გამოძიების ორგანოსთან [მოსვლა] და პირდაპირ უშუალოდ იმ პირებთან, ვინც გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

რამდენიმე ფაქტია, მათ შორის არის უბნებისა და დროის მიხედვით, არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა. ეს ეხება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, „კარუსელებს”, პირადობის მოწმობების გამოყენებას, ფარულობის წესის დარღვევას, საყოველთაო წესის დარღვევას და ამაზე, იცით, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი, ამ პროცესისთვის ვემზადებით და მე ვიქნები წარმომადგენელი პროცესზე. ამის გარდა არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის წყაროები, უშუალო თვითმხილველი პირები არსებობენ. სხვათაშორის ეს კითხვები მინდა დავსვა დღეს, ეს პირები დაკითხულები არიან თუ არა, ვინც უშუალოდ ამ გაყალბების ფაქტებს შეესწრო. თუ რთულია მაათთვის ამ წყაროების მოძიება, მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მოვამზადე მათთვის ასლები და დავუტოვებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სიახლეები

უნგრელმა დეპუტატებმა ხელფასი შეიმცირეს

უნგრელმა დეპუტატებმა საკუთარ თავებს ხელფასი შეუმცირეს - პარლამენტმა კანონპროექტს მხარი დღეს დაუჭირა. რამდენიმე დღის...

აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო ქალაქებში ფრენების დაწყებას გეგმავს

"აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო ქალაქებში ფრენების დაწყებას გეგმავს და სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საერთაშორისო მარშრუტების...

ქუთაისში, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესამე სართულზე განთავსებული,...

რუსებმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 1 370 ჯარისკაცი დაკარგეს

ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მტრის ჯამური დანაკარგებია:...