მთავარისიახლეებიცესკო- არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დავუმზადეთ

ცესკო- არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დავუმზადეთ

Published on

ცესკოს ცნობით, არჩეულ პარლამენტის წევრებს დროებითი მოწმობები დაუმზადეს – როგორც კალანდარიშვილის უწყება წერს, ადმინისტრაცია დაუკავშირდება ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიებს მოწმობების გადაცემის მიზნით.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.” ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა კოალიციურმა გაერთიანებებმა “კოალიცია ცვლილებისთვის, “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ძლიერმა საქართველომ” განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე და ცესკოს ჯერ კიდევ გასულ კვირას მიმართეს, არ დაემზადებინა მათთვის დროებითი მოწმობები.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...