მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთავრობა ევროსასამართლოს სთხოვს, "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს გადაეცეს

საქართველოს მთავრობა ევროსასამართლოს სთხოვს, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცეს

Published on

იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების  ძალაში შესვლას გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია მის "კანონიერ მესაკუთრეს – ქიბარ ხალვაშს" გადაეცეს. დოკუმენტი "რუსთავი 2-ის" იურისტებისთვის ხელმისაწვდომი გუშინ გახდა. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო სტრასბურგის მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიება ლახავს საქართველოს სასამართლოს იმიჯს.ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოზე ზეწოლას სწორედ „რუსთავი 2“ ახდენს, არგუმენტად კი „ევროპული საქართველოს“ განცხადება მოჰყავს, სადაც პარტია ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა.საქართველოს მთავრობა ასევე ეყრდნობა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ტელეწამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის ბრალდებას, რომ ის ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში დამოუკიდებელი არ იყო.„რუსთავი 2-ის“ იურისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.„ერთადერთი, რასაც მთავრობა აღიარებს არის ის, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად პოპულარული არხია. ამბობს, რომ „რუსთავი 2-ის“ დამოუკიდებლობას არ ემუქრება საფრთხე, რომ „რუსთავი 2“ ხშირად არის კრიტიკული მთავრობის მიმართ, მაგრამ ამბობს, რომ თუ ვინმე თავდასხმას ახორციელებს, ეს თავად რუსთავი 2-ია, რომელიც მოსამართლეებს თავს ესხმის და ის არის ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხი.  არხი რომ თავად ახორციელებს ჟურნალისტებზე ზეწოლას, ამის მაგალითად მოჰყავთ უკანასკნელი პერიოდის მაგალითები, „ევროპული საქართველოს“ განცხადებები, სადაც ისინი გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში  და ასევე აკაკი გოგიჩაიშვილის Facebook პოსტების ე.წ. სქრინშოტები, სადაც ის საუბრობდა ნიკა გვარამიას მხრიდან თითქოს ზეწოლაზე, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი და ამის გამო წავიდა ტელევიზიიდან,“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...