მთავარისიახლეებიპოლიტიკადემონსტრანტებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, კარვებში გაათენეს, ოპოზიცია "სახალხო პარლამენტს" ქმნის

დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, კარვებში გაათენეს, ოპოზიცია “სახალხო პარლამენტს” ქმნის

Published on

თბილისში, ვარაზისხევის, ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე დაახლოებით 30-დე კარავი გაიშალა, სადაც ღამე დემონსტრანტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა გაათენეს.

ადგილზე იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც. დემონსტრანტები მთელი ღამის განმავლობაში მარაგდებოდნმენ პლედებით, გასაბერი ლეიბებით, ცხელი სასმელებით, წყლითა და საკვებით, კასრებში ენთო კოცონები. ადგილზე მიიტანეს ბიოტუალეტები და მობილური ხელსაბანები.  

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პერიოდულად გადაინაცვლეს თსუ-ს პირველი კორპუსის წინ, აქცია შეუერთდნენ ასევე სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტები, ადგილზე იყვნენ ყველა თაობის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლერბიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. 

ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ აქცია ამ ადგილას 24 საათის განმავლობაში გაგრძელდებოდა, მოგვიანებით კი მამუკა ხაზარაძემ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც “სახალხო პარლამენტის” შექმნას და მის საპატიო თავმჯდომარედ სალომე ზურაბიშვილის მოწვევას ითვალისწინებს. ოპოზიციის ახალი, 5 პუნქტიანი გეგმა ასე გამოიყურება:

5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს:

1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის” საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა,

4. “სახალხო პარლამენტის” სამოქმედო გეგმის შემუშავება;

5. “სახალხო პარლამენტის” დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...