მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია "ქართულ ოცნებას" უკან დახევას აიძულებს

ქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია “ქართულ ოცნებას” უკან დახევას აიძულებს

Published on

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი თვლის, რომ ქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია “ქართულ ოცნებას” უკან დახევას აიძულებს.

დიპლომატი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაჟღერებული მწვავე გზავნილებს აფასებს და პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

დღეს შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და დღის წესრიგში დადგა უკვე არსებული ფორმატების, როგორიც არის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ რუსეთის სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა არჩევნების სახით, მიმართული იყო სწორედ ქართველი ხალხის ევროპული მომავლის გასაუქმებლად. ვემზადებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომისთვის მომავალ კვირას, ვემზადებით ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისი ტექსტისთვის, რაც შექმნის იმ ზეწოლას ივანიშვილზე, რომელიც ქვეყნის შიგნით მწვავე პროტესტთან ერთად რუსეთს უკან დახევას აიძულებს”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა პოლიტიკური ტრიბუნიდან მწვავე გზავნილები გააჟღერეს.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...