მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისის ხეობის მცხოვრებლები დღეს აქციას გამართავენ

პანკისის ხეობის მცხოვრებლები დღეს აქციას გამართავენ

Published on

პანკისელები პეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.აღნიშნული მოთხოვნებით საპროტესტო აქცია, დღეს პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართება.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას გარკვეულ ვადას მისცემენ, რის შემდეგაც, მასშტაბური აქციები უკვე თბილისში გადაინაცვლებს.„ხეობის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ აქციები გამართონ და პროტესტი გამოხატონ. ყველამ იცის რა სახის დანაშაული იქნა ჩადენილი. ამიტომ ითხოვენ იმ ხალხის დასჯას, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...