მთავარისიახლეებიმსოფლიოირანში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Published on

სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე სულ მცირე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა ბაჰრეინსა და სპარსეთის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, – იუწყება ტელეარხი Fox News.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან მოხდა. ეს ერთადერთი მოქმედი ელექტროსადგურია ირანში.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მიწისძვრა 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, თუმცა ბუშერის ელექტროსადგური არ დაზიანებულა. 

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს ირანში, 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 26000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინგრა ისტორიული ქალაქი ბამი. ბამი ბუშერის ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს.

ნოემბერში 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ირანისა და ერაყის საზღვარზე 530 ადამიანი ემსხვერპლა. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...