მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ევროპის საბჭოში განიხილავენ ანგარიშს "კონფლიქტი საქართველოში"

დღეს ევროპის საბჭოში განიხილავენ ანგარიშს “კონფლიქტი საქართველოში”

Published on

დღეს,  18 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში – "კონფლიქტი საქართველოში." ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. სხდომაზე გაკეთდება ევროკავშირისა და სუამის სახელით განცხადებები.
 
კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ილაპარაკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“, რაც განიხილება როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. 
 
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...