მთავარისიახლეებიკობახიძეს "წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და გამარჯვება" ირანის პრეზიდენტმა მიულოცა

კობახიძეს “წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და გამარჯვება” ირანის პრეზიდენტმა მიულოცა

Published on

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს, გაგზავნილ მიმართვაში, “წარმატებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება” და “ქართულ ოცნებას” გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

“მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია “ქართული ოცნების” გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს,” – წერია მილოცვაში.

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებას” უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა, ვენესუელამ და ჩინეთმა მიულოცეს.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...