მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ევროპული საქართველო“ უმრავლესობასთან გარიგებაში დაადანაშაულა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ევროპული საქართველო“ უმრავლესობასთან გარიგებაში დაადანაშაულა

Published on

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება    პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, წარსულში შეწყალების ფაქტს ეხება.
აბაშიშვილი   „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ  გაკეთებულ განცხადებებს კოალიციურ, ბინძურ კამპანიას უწოდებს.
 
„იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ „ქართული ოცნება“ და „ევროპულმა საქართველომ“, მინდა, მივესალმო მინისტრ კახა კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხზე – ამბობს აბაშიშვილი
მისი თქმით, ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების კომისიის წევრებსა და სასჯელაღსრულების მინისტრს შორის შეხვედრა შედგება.
მე დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
 
შეგახსენებთ, ,,ევროპულმა  საქართველომ“ მძაფრად გააკრიტიკა პრეზიდენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ,,მის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, 25 წლის ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა.''
დღეს ,,ევროპულ საქართველოში'' გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომელმაც  არაადექვატური უწოდა „ევროპული საქართველოს“ კრიტიკას და იგი უმრავლესობასთან  პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა.
 
ირმა ნადირაშვილის თქმით, როდესაც პრეზიდენტის მიმართ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებული კრიტიკა არსებობს, ადმინისტრაციამ კრიტიკას ისტერიული ტონით არ უნდა უპასუხოს.
 
„არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე არის „ქართული ოცნების“ სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით, მისმა გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაული, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ პასუხისმგებლობისგან გამოძვრე. ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, მაგალითად, როდესაც კონსტიტუციას ხელი მოაწერე,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...