მთავარისიახლეები"წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე" -მდინარაძე რუს პროპაგანდისტზე

“წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე” -მდინარაძე რუს პროპაგანდისტზე

Published on

როგორ აღმოჩნდა რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც საოკუპაციო კანონი აქვს არღვეული საქართველოში? ამ კითხვას მამუკა მდინარაძე პირდაპირ ვერ პასუხობს და ამბობს, რომ “გაარკვევს”, თუმცა ეჭვობს, რომ ინფორმაცია სიმართლე იყოს:

“დარწმუნებული ვარ ან არა აქვს დარღვეული [საოკუპაციო კანონი], ან შესაბამისი მონაცემები არ არსებობს. გავარკვევ, თუ ბაზებში იყო ასეთი მონაცემი და მართლაც დარღვეული აქვს, წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე, როგორც სხვა შემთხვევებში…. ახლაც ტყუილი მგონია, მაგრამ შეიძლება არ არის ტყუილი, რაღაცა შეცდომა მოხდა” ამბობს მდინარაძე.

სანქცირებულ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული და წესით, საქართველოში არ უნდა შემოეშვათ. ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. კრემლის მარიონეტმა გაგლოევმა მას “მეგობრობის ორდენიც” გადასცა.

როგორ შემოვიდა ქვეყანაში საოკუპაციო კანონის დამრღვევი, შსს-ს განმარტება არ გაუკეთებია.

ინფორმაცია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) გაავრცელა.

ეს თავად პროპაგანდისტმაც დაადასტურა რუსეთის ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც გადაცემაში საქართველოს საკითხს განიხილავდნენ.

მალკევიჩი ევროკავშირის, ამერიკის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერაა სანქცირებული და ძებნილად გამოცხადებული. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და $10 მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული მასზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...